ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი / ღამე
გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას "ონლაინ შეკვეთების შემგროვებელის" (ღამე) პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
ფუნქცია მოვალეობები: - გლოვო, ვოლტის ბოლტის და Goodwill დელივერის პლატფორმებზე შემოსული შეკვეთების გამზადება; - პროდუქციის აგროვება დარბაზის ტერიოტიაზე შეკვეთების შესაბამისად; - მომხმარებელთან კომუნიკაცია სატელეფონი ზარით;
ძირითადი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 900 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/kXxAF2ke
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.