8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AXZA4FP6 გამოქვეყნდა 2 ოქტ 3 ნახვა

მედალფა ჰოსპიტალური ქსელი

მედალფა ჰოსპიტალური ქსელი

ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

შ.პ.ს. „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას

პირობები: სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. N16, შპს „მედალფა“-ს ცენტრალური ოფისი სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-18:00 სთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით; - მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - კომპიუტერული-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: (MS Programs) - საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS) - პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობა.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები: - საბუღალტრო ოპერაციების შესრულება; - ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, დოკუმენტირება, აღრიცხვა და კონტროლი; - ხელფასების დარიცხვა; შესაბამისი ანგარიშების კონტროლი; ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; - სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი; - საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება; - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება; - სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“ (აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს). განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26/10/2026 წ.

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მედალფა ჰოსპიტალური ქსელი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა