8965 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

AYHYB6E1 გამოქვეყნდა 1 ოქტ 9 ნახვა

ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი

დირექტორის თანაშემწე

ფოლადის სახლი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.

კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • დირექტორის ყოველდღიური საორგანიზაციო და პირადი საჭიროებების უზრუნველყოფა;
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სტუმრების მიღება და შესაბამისი კომუნიკაცია;
  • მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • დირექტორის საჭიროებების შესაბამისად მაღალი ხარისხის სერვისების მოძიება, შერჩევა და ორგანიზება - ექიმთან ვიზიტები და სამედიცინო კვლევები, სასწავლო, თავის მოვლისა და სპორტული სერვისები, საყიდლების ორგანიზება და სხვა პერსონალური საჭიროებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გამართული კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო მივლინებაში გამგზავრების მზაობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, თბილისი.

ბენეფიტები:

  • ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება;
  • კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ - "დირექტორის თანაშემწე".

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლი"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;

გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფოლადის სახლი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა