დიასახლისი
"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს დიასახლისის ვაკანსიას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანის ქუჩა N30 სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
** სკოლის სასწავლო, ადმინისტრაციული და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება; ** საკლასო ოთახების, დერეფნების, სველი წერტილების და სხვა სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა; ** ავეჯის, იატაკის, მინის ზედაპირებისა და სხვა ინვენტარის სათანადო მოვლა; ** დასუფთავებისთვის საჭირო საშუალებებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება; ** საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის სივრცეების მომზადება და შემდგომ მოწესრიგება; ** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა; ** შენიშნული დაზიანებების, ხარვეზების ან საჭიროებების შესაბამისი პირისთვის დროული შეტყობინება; ** სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა; ** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა; ** პუნქტუალურობა და დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულების უნარი; ** ბავშვებთან და სკოლის თანამშრომლებთან თავაზიანი და კორექტული კომუნიკაცია.
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე.
მეილი: info@sist.ge.
დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად ექნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.