საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომელი
ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,424 ₾ · 75 განცხადება
გამოქვეყნდა 20 ოქტ (დარჩა 4 დღე) ბოლო ვადა: 20 ნოე
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 - 1500 ლარი
- გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:00-დან 02:00 საათამდე
- მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64
ძირითადი მოვალეობები
- აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
- შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
- ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
- საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება;
- პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები
- პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
- ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
- საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
ჩვენი უპირატესობები
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომელი".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე.