მოლარე/კონსულტანტი
ბრენდული მაღაზია "ნექსთი" აცხადებს ვაკანსიას და ეძებს შრომისმოყვარე, ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე
სამუშაო საათები: დღეში 6 საათი (მცოცავი) ანაზღაურება: 790 ლარი ფიქსირებული + ბონუსები
მოვალეობები
- პროდუქციის მიღება, განლაგება საწყობსა და დარბაზში მაღაზიის სტანდარტების დაცვით.
- პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
- პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.
- დარბაზში მომხმარებლების მომსახურება: საქონლის და მომსახურების შეთავაზება, საქონლის აღწერილობის მიწოდება, არჩევანის გაკეთებაში დახმარება.
მოთხოვნები
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- სასურველია მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
მისამართი: რუსთაველის N24
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე.