8460 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B1DSZAPA გამოქვეყნდა 3 სექ 0 ნახვა

ბუღალტერი

ართვინ ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამშენებლო კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი

** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად

** სალაროს/ბანკის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი

** პროგრამის RS.ge-სთან შედარება, მათ შორის პირადი ბარათის აღრიცხვის კონტროლი

** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი (ფინანსურ სამსახურთან ერთად)

** იმპორტთან დაკავშირებული გატარებების პროგრამული ასახვა

** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა

** ბუღალტრული რეპორტების წარმოება

** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსების სფეროში.

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

** საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.

** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა; Excel მაღალ დონეზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ხელფასი: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)

ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი (ქრისტინე შარაშიძის 25)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე:, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ართვინ ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის