7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B2RJX60A გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

რენტგენო-ლაბორანტი

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს ‘’ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი’’ აცხადებს ვაკანსიას რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ.გობრონიძის ქ.27 სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით (შეთანხმებით)

ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების მიღება, მომზადება და სათანადო პოზიციონირება CT კვლევისთვის; - კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის მართვა და კვლევების ჩატარება დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად; - კონტრასტული ნივთიერების ინჟექტორის მომზადება და მართვა (საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ან ექთანთან კოორდინაციით); - რადიაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა; - მიღებული გამოსახულებების პირველადი დამუშავება და გადაგზავნა რადიოლოგთან; - სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ელექტრონული ბაზების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება (რადიოლოგიის ასისტენტის, რენტგენო-ლაბორანტის ან მომიჯნავე მიმართულებით); - კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (CT) მუშაობის სამუშაო გამოცდილება; - შესაბამისი ლიცენზია ან სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე კომპიუტერული პროგრამების და სამედიცინო ბაზების (HIS/PACS) ელემენტარულ დონეზე ცოდნა; - პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, ემპათიისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: etokezherashvili20@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა