გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B3BFR062 გამოქვეყნდა 30 ოქტ 45 ნახვა

კონტენტ კრეატორი

რელევანტ გარე განცხადება
₾3000 / თვეში +47% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,037 ₾ · 20 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
ფორმა · განცხადებაში

მარკეტინგის დეპარტამენტში ვეძებთ კონტენტ კრეატორს, რომელიც უძრავი ქონების პროექტებისთვის კონტენტ-სტრატეგიას შეიმუშავებს და შექმნის რელევანტურ კონტენტს, რომელიც იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას და აისახება პროექტების შედეგებზე.

თუ იცი, როგორ აქციო კვადრატული მეტრები საინტერესო ისტორიად, სიამოვნებით გავეცნობით შენს ნამუშევრებს.

რა იქნება შენი ამოცანა

  • კონტენტ-სტრატეგიისა და თვიური კონტენტ-გეგმების შემუშავება
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და სარეკლამო კონცეფციის კონტენტში გაშლა
  • კამპანიების დაგეგმვა და კონტენტის მიმართულების განსაზღვრა
  • რილსების სცენარებისა და შოთლისტების მომზადება
  • ტექსტების წერა სარეკლამო კამპანიებისა და სოციალური ქსელებისთვის
  • კოორდინაცია გრაფიკულ დიზაინერთან, ედვერთაიზერთან, გაყიდვების გუნდთან და ექაუნთ ლიდთან, რათა იდეა ფურცლიდან ეკრანამდე მივიდეს
  • კონტენტის ტრენდების კვლევა და მათი გამოყენება სარეკლამო კომუნიკაციაში
  • კონტენტის შედეგების ანალიზი და მიდგომის დახვეწა მონაცემებზე დაყრდნობით

ვის ვეძებთ

  • გაქვს კონტენტის შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • სთორითელინგის ძლიერი უნარი გაქვს: იცი, როგორ გადმოსცე ისტორია, რომელიც ემოციას იწვევს და აუდიტორიას მოქმედებისკენ უბიძგებს
  • სტრატეგიასა და სარეკლამო კონცეფციას სწორად აღიქვამ და იცი, როგორ გაშალო ის ყოველდღიურ კონტენტში
  • ქართულად და ინგლისურად მოკლედ, ზუსტად და გემოვნებით წერ
  • კარგად იცნობ რილსებისა და ვიდეოს ტრენდებს და იცი, როგორ შეინარჩუნო მაყურებლის ყურადღება პირველივე წამებიდან
  • კრეატიულად აზროვნებ და ფართო თვალსაწიერი გაქვს: იდეებს ყველგან პოულობ, კინოში, ლიტერატურაში, არქიტექტურასა თუ ხელოვნებაში
  • ახერხებ რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობას და დედლაინების დაცვას
  • გაქვს პორტფოლიო, რომელიც შენს ხედვასა და დონეს აჩვენებს

უპირატესობა იქნება

  • მარკეტინგულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება
  • უძრავი ქონების კონტენტის შექმნის გამოცდილება
  • კოპირაითინგის გამოცდილება
  • უცხო ენების ცოდნა
  • AI ინსტრუმენტების გონივრული გამოყენება: იცი, როგორ დააჩქარო სამუშაო პროცესი ისე, რომ კონტენტმა შენი ხედვა და ხელწერა შეინარჩუნოს

რას გთავაზობთ

  • საინტერესო პროექტებს, სადაც შენი ნამუშევრის შედეგს რეალურ გაყიდვებში დაინახავ

პროფესიონალურ გუნდს, რომელიც კარგ იდეებს აფასებს და მხარს უჭერს

  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას: 2000/3000 ლარი ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად, და ბონუსს პროექტების შედეგების მიხედვით

სამუშაო ფორმატი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე სამუშაო ადგილი: ოფისი, იაკობ ნიკოლაძის 3

როგორ გამოგვიგზავნო განაცხადი:

გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო (3-5 საუკეთესო ნამუშევარი) მისამართზე, სათაურით "კონტენტ კრეატორი". თითოეულ ნამუშევართან მოკლედ მიუთითე, რა იყო შენი წვლილი: სტრატეგია, იდეა, სცენარი, ტექსტი თუ გადაღება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა