8597 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B4B4QP9N გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

SINSAY-ს მაღაზიის გაყიდვების ასისტენტი

LPP Georgia გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1300 / თვეში ბოლო ვადა:

ჩვენ ვართ "LPP" — პოლონური კომპანია, რომელიც 1991 წლიდან ეხმარება მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ემოციები და აისრულოს ოცნებები საკუთარი გარეგნობისა და თვითშეგრძნების მეშვეობით. ჩვენ გლობალურად ვართ აღიარებული ჩვენი ხუთი ბრენდით: Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay.

კომპანია "LPP Georgia" აცხადებს ვაკანსიას SINSAY-ს მაღაზიის გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში, სავაჭრო ცენტრ "მეტრო სითი".

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის შერჩევაში დახმარება და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის; ** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დახლების შევსება; ** სალაროსთან მუშაობა და ნაღდი/ბარათით გადახდების სწორად განხორციელება; ** მაღაზიისა და გასახდელების სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება; ** ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა - პროდუქციის გამოფენა, ფასების დადგენა; ** პროდუქციის რეალიზაციისთვის მომზადება, ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი; ** მომხმარებლებისთვის მიმდინარე აქციებისა და დაბრუნების წესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** ინვენტარიზაციაში, ფასების გადამოწმებასა და სხვა საოპერაციო საქმიანობაში მონაწილეობა; ** კომპანიის დრესკოდის, შიდა წესების და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება; ** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში; ** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, სისწრაფე, სიზუსტე და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სრული განაკვეთი: ანაზღაურება: 1300 ლარი სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი"

ნახევარი განაკვეთი: ანაზღაურება: 650 ლარი სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა, სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი"

რას გთავაზობთ:

LPP Georgia-ში ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი FAST ღირებულებების შესაბამისად - Fire-Fuelled (გულანთებული), Ambition-Driven (ამბიციებით მამოძრავებელი), Success-Focused (წარმატებაზე ორიენტირებული), Trust-Based (ნდობაზე დაფუძნებული), ამიტომაც ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ვითარდებოდნენ, მიაღწიონ წარმატებასა და სიამოვნებით იმუშაონ.

** შთამაგონებელ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს; ** ინიციატივისა და აქტიურობის აღიარებასა და დაფასებას; ** ტრენინგების, ვორქშოპებისა და საერთაშორისო სწავლის შესაძლებლობებს; ** კარიერული განვითარებას LPP-ის საერთაშორისო სტრუქტურაში; ** კონკურენტულ ხელფასს; ** თანამშრომელთა ფასდაკლების პროგრამა LPP-ის ყველა ბრენდზე (Reserved, Cropp, House, Mohito, Sinsay); ** ღია და პატივისცემაზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ კულტურას;

LPP Georgia-ში ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებია ჩვენი წარმატების მთავარი წყარო. ჩვენს გუნდში გაწევრიანებით თქვენ ხდებით საერთაშორისო მოდის კომპანიის ნაწილი, რომელიც აფასებს განვითარებას, პატივისცემასა და გუნდურ მუშაობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ ჩვენი აპლიკაციის ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/37JLJbjNMau8nkFbA

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.lpp.com/en/

შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ელ ფი ფი საქართველო" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ელ ფი ფი საქართველო"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ელ ფი ფი საქართველო" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
LPP Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის