დიასახლისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ დიასახლისს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: - ოფისის და ვერანდის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად; - ოფისში სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება; - სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ: - ულიმიტო სამგზავრო ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები); - სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; - სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.