გაყიდვების მენეჯერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ოტიუმ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები: - პირადი გაყიდვების განხორციელება, მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა - გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი; - მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა; - სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით; - პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა; - მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ჩატარება; - პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება; - CRM პროგრამაში შემოსული ლიდების დამუშავება და ქმედებების აღრიცხვა; - გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; - გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი; - სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; - სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი: 12:00 – 17:00 საათი - სამუშაო ადგილი: ბათუმი, ა. კაჭარავას #5
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ გაყიდვების მენეჯერი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.