9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B6HVEXW2 გამოქვეყნდა 20 ოქტ 9 ნახვა

მექანიკური სისტემების ინჟინერი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ინჟინერი
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 ნოე

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ მექანიკური სისტემების ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

ძირითადი ფუნქციები:

  • საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მექანიკური სისტემების (ხანძარქრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები,) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. NFPA, EN 12845);
  • პროექტირების ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავება ხარჯეფექტური, ენერგოეფექტური და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტების მისაღებად;
  • პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, HVAC, ელექტროობა) კოორდინაცია, საპროექტო გადაკვეთების (კოლიზიების) აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციისთვის;
  • პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნების/კომენტარების მომზადება;
  • ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა და დამტკიცება.
  • ობიექტზე სამუშაოების შესრულების ინტენსიური მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისობა დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან.
  • წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და ხანძარქრობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
  • მექანიკური სისტემების გამოცდის პროცესის ზედამხედველობა.
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შენობის სისტემების ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. NFPA 13/14/20 ხანძარქრობისთვის, IPC, EN, DIN სტანდარტები);
  • საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა