საცალო მიმართულების ქონებრივი რისკ. ანდერაიტინგის მენეჯერი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო მიმართულების ქონებრივი რისკების ანდერაიტინგის მენეჯერის პოზიციაზე (Underwriting Manager).
პოზიციის დასახელება: პერსონალური ქონებრივი რისკების ანდერაიტინგის მენეჯერი (Underwriting Manager Property & Casualty)
დეპარტამენტი: ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტი
ვის ექვემდებარება: ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელს
ფოკუსი: Non-Life რისკების შეფასება, სადაზღვევო პროდუქტებზე ფასწარმოქმნა, პორტფელის მომგებიანობის კონტროლი
როლის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების მქონე და ბიზნესზე ორიენტირებულ ანდერაიტინგის მენეჯერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის სადაზღვევო პორტფელის მდგრადი ზრდის, მომგებიანობისა და რისკების ოპტიმალური მართვის პროცესში.
ამ პოზიციაზე თქვენ იქნებით ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომელიც მონაცემებს, ბაზრის რეალობასა და რისკების შეფასების პრაქტიკას გარდაქმნის ეფექტურ გადაწყვეტილებებად როგორც გაყიდვების, ისე პროდუქტის განვითარების მიმართულებით. თქვენი ანალიზი და რეკომენდაციები გავლენას მოახდენს ტარიფების განსაზღვრაზე, პროდუქტის სტრუქტურაზე და მთლიანად სადაზღვევო პორტფელის ფინანსურ შედეგებზე.
თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პორტფელის შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ზარალიანობის ტენდენციების შეფასება და ისეთი ანალიტიკური მოდელების შექმნა, რომლებიც კომპანიას დაეხმარება ინფორმირებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში.
რა დაგჭირდებათ ამ როლის წარმატებით შესასრულებლად:
- რისკების შეფასების ძლიერი ექსპერტიზა: გესმით Non-Life დაზღვევის სპეციფიკა, შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის რისკების შეფასება და იცით, როგორ უნდა დაბალანსდეს ბიზნესის ზრდისა და რისკის მართვის ინტერესები.
- ფასდადებისა და მომგებიანობის ანალიზის უნარი: ფლობთ ტარიფების ფორმირების პრინციპებს, გესმით პროდუქტების ეკონომიკა და შეგიძლიათ მონაცემების საფუძველზე განსაზღვროთ ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს პორტფელის გრძელვადიან მდგრადობას.
- პორტფელური აზროვნება: ინდივიდუალური რისკების მიღმა ხედავთ მთლიან სურათს, აფასებთ პორტფელის დინამიკას, ზარალიანობის ტენდენციებსა და მომგებიანობის მაჩვენებლებს, რათა დროულად გამოავლინოთ რისკები და შესაძლებლობები.
- ანალიტიკური და რაოდენობრივი უნარები: კომფორტულად მუშაობთ მონაცემებთან, სტატისტიკურ ანალიზთან და მოდელირებასთან. შეგიძლიათ მონაცემები გარდაქმნათ პრაქტიკულ რეკომენდაციებად როგორც მენეჯმენტისთვის, ისე ბიზნეს გუნდისთვის.
- პროდუქტის განვითარების ინტერესი: გიზიდავთ ახალი პროდუქტების შექმნისა და არსებული პროდუქტების გაუმჯობესების პროცესი. შეგიძლიათ ანდერაიტინგის, რისკების მართვისა და ბაზრის მოთხოვნების ეფექტურად დაკავშირება.
- რეგულაციებისა და პროფესიული სტანდარტების ცოდნა: აცნობიერებთ მარეგულირებელი ჩარჩოს მნიშვნელობას და საქმიანობაში მუდმივად ხელმძღვანელობთ კომპანიის ანდერაიტინგის პოლიტიკით, პროცედურებითა და საუკეთესო პრაქტიკებით.
- თანამშრომლობა და ბიზნეს პარტნიორობა: ეფექტურად ურთიერთობთ გაყიდვების, ფინანსების, ზარალების მართვის, პროდუქტების განვითარებისა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, რათა ერთობლივად უზრუნველყოთ კომპანიის სტრატეგიული მიზნების შესრულება.
- მუდმივი განვითარების სურვილი: ინტერესდებით სადაზღვევო ინდუსტრიის თანამედროვე მიდგომებით, აქტუარული და ანალიტიკური მეთოდებით, ბაზრის ტენდენციებითა და საერთაშორისო პრაქტიკებით, რომლებსაც წარმატებით იყენებთ ყოველდღიურ საქმიანობაში.
დაინტერესების შემთხვევაში ვაკანსიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://ardi.selfrecruit.ge/31d55a5b-81df-4554-9897-031c2afe82a7
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.