ოპტიკური კაბელის შემდუღებელი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური კაბელის შემდუღებლის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა: ოპტიკური კაბელის გაყვანა/შეკეთება/შედუღებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს ოპტიკური სადენების გაყვანა/შედუღება;
- ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელების შედუღება სპეციალური აპარატით;
- ოპტიკური ხაზების მონტაჟი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა;
- კაბელების გაწმენდა, მომზადება და მარკირება;
- სიგნალის ხარისხის შემოწმება და ტესტირება;
- ავარიების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
- პუნქტუალური;
- ენერგიული;
- ყურადღებიანი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass-ს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.