7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

B7FE1C74 გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

დასუფთავების თანამშრომელი / სტიუარდი

ბურგერ ბარი Melting Pot via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ბურგერ ბარი "Melting Pot" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის და სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციებზე.

დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები: - ბურგერ ბარის საჯარო სივრცეების/ დარბაზების დასუფთავება და წესრიგის შენარჩუნება. - სველი წერტილების ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დასუფთავება და დეზინფექცია. - სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მარაგების მუდმივი კონტროლი და შევსება.

სტიუარდი (ჭურჭლის მრეცხავი)

ძირითადი მოვალეობები: - დარბაზიდან შემოსული ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა/დამუშავება, გამწოვების ჩათვლით. - სამზარეულოს ზონის დასუფთავება და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა. - სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - ჰიგიენის საფუძვლების კარგი ცოდნა. - გამართული, ეფექტური კომუნიკაციისა და კოლეგიალური ურთიერთობების შენარჩუნების უნარი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან. - დინამიკურ გარემოში მუშაობის მზაობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები: - ანაზღაურება: ფიქსირებული, გაიცემა თვეში ერთხელ, პირად საბანკო ანგარიშზე დარიცხვით. - სამუშაო განაკვეთი: სრული, 2/2 განრიგი, 12 საათიანი სამუშაო ცვლები. - ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქ. #31

დამატებითი ბენეფიტები: - უფასო კვება სამუშაო საათების განმავლობაში. - უფასო ტრანსპორტირება ღამის 12:00 საათის შემდეგ. - ჯანმრთელობის დაზღვევა. - მყუდრო, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე mariam.gurbeleishvili@finearts.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

mariam.gurbeleishvili@finearts.ge -ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სს "გობრონი ჯგუფი"-ს მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- mariam.gurbeleishvili@finearts.ge დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

სს "გობრონი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ბურგერ ბარი Melting Pot
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა