გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

B83VGRJN გამოქვეყნდა 19 ნოე 25 ნახვა

ბუღალტერი

Real Palace Development გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 19 ნოე (დარჩა 11 დღე) ბოლო ვადა: 30 ნოე

შპს "რეალ პალას დეველოპმენტი" (სამშენებლო-დეველოპერული კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა (ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები);
  • ყოველდღიური საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და ამონაწერების შედარება;
  • მომწოდებლებთან და კლიენტებთან დებიტორულ-კრედიტორული ანგარიშსწორების კონტროლი და შედარების აქტების მომზადება;
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სმფ) მოძრაობის აღრიცხვასა და პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მთავარი ბუღალტრის დახმარება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრად ან ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალთან (RS.ge) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (მაგ., Oris ან Microsoft Dynamics 365 Business Central);
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ და წარმატებულ კომპანიაში;
  • კვალიფიკაციის შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტრის ვაკანსია".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ნოემბერი.

შენიშვნა: გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა