გაყიდვების მენეჯერი
"Velvet & Vivid" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი
ლოკაცია: საბურთალო, სითი მოლში განთავსებული სტენდი
"Velvet & Vivid" — ბავშვების პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სათამაშოების კონცეპტუალური მაღაზიაა.
გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად - სითი მოლის მთავარი სართულის სტენდზე.
ონლაინ მაღაზია: https://velvetandvivid.ge/
სამუშაო პირობები:
** მოქნილი ცვლები (5 დღე ნახევარი და 1 სრული, ან 4 დღე ნახევარი და 2 სრული) ** გრაფიკი: 10:00-16:00-მდე. მეორე ცვლა 16:00-22:00 ** კვირაში მინ. 1 დღე დასვენება
ძირითადი ვალდებულებები:
** მომხმარებელთა კონსულტირება 0-დან 12 წლამდე ბავშვის ნივთების შერჩევაში ** გაყიდვების პროცესის მართვა და სალარო ოპერაციების შესრულება ** პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების კონტროლი ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ინდივიდუალური მიდგომით
ანაზღაურება და ბონუსები:
** ფიქსირებული: 800 ₾ ** ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე ** ხელზე ასაღები ხელფასი ჯამში: 900-1200 ₾ - დამოკიდებულია გაყიდვებზე
დამატებითი ბენეფიტები:
** საპენსიო წილის დაფინანსება ** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონე ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა ** განვითარების მოტივაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: info@velvetandvivid.ge
გთხოვთ, მოგვმართოთ ვაკანსიასთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ეთანხმებით სამუშაო პირობებს, მათ შორის სტენდზე მუშაობის სპეციფიკას და ცვლად გრაფიკს.