7810 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BA7N2683 გამოქვეყნდა 29 აგვ 7 ნახვა

ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი

სამედიცინო პროდუქტების კომპანია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სამედიცინო პროდუქტების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ონლაინ გაყიდვების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში

ძირითადი პასუხისმგებლობები: - ონლაინ მოთხოვნების, შეკვეთებისა და კონსულტაციების დამუშავება ტელეფონით, ჩატით და ელექტრონული ფოსტით; - პროდუქციის დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვები კლიენტთა საჭიროების მიხედვით; - პროდუქციის კატალოგის მართვა და განახლება: ფასების, აღწერილობების, მარაგებისა და აქციების; - მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალ დონესა და ლოიალობაზე მუდმივი ზრუნვა; - მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა კლიენტების მოზიდვისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით; - ლოგისტიკის გუნდთან თანამშრომლობა დროული მიწოდებისა და მარაგების კონტროლის მიზნით; - ხელმძღვანელისთვის ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების შესახებ ანგარიშების წარდგენა.

კვალიფიკაცია: - გაყიდვების, ელექტრონული კომერციის ან კომერციული მენეჯმენტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - სასურველია სამედიცინო ან ფარმატევტული მიმართულებით განათლება; - CRM სისტემებთან და ონლაინ გაყიდვების პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები: - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პროაქტიულობა და თავდაჯერებულობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსებს, გაყიდვებიდან გამომდინარე; - პროფესიული განვითარების საშუალებას ონლაინ გაყიდვების მიმართულებით; - შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ კომპანიაში; - მეგობრულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ დაგმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე -

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამედიცინო პროდუქტების კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა