8829 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BF1B4N7C გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

მონტიორ-ინსტალატორი

ახალი ქსელები გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1360 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელზე ასაღები 1360 ლარი

** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელზე ასაღები 1360 ლარი + ბონუსი.

** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, თანამშრომელს დამატებით ჩაერიცხება იჯარა - 800 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;

** ყოველდღიურად სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენის შესრულება წინასწარ დადგენილ ვადებში;

** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;

** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველება;

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:.

გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მონტიორ-ინსტალატორი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელების" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ახალი ქსელები
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის