პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

BFBJ3KEB გამოქვეყნდა 2 ნოე 33 ნახვა

ბიზნესის საფუძვლების მასწავლებელი

UG სკოლა გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

"იუჯი სკოლაში" ცხადდება ვაკანსია ბიზნესის საფუძვლების მასწავლებლის პოზიციაზე.

"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე Cambridge Pathway პროგრამაზე. სკოლა საქართველოს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.

სამუშაო გრაფიკი

  • A-Level, მე-11 მე-12 კლასი;
  • საათების რაოდენობა: კვირაში 8-16 საათი;

ფუნქცია-მოვალეობები

  • მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობები - კონსულტაციები.
  • როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვა;
  • უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
  • იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ აქტივობებში;
  • დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდის და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
  • დაესწროს კათედრის და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • პედაგოგიური გამოცდილება;
  • შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • საერთაშორისო სერტიფიკატების ფლობა ან საერთაშორისო პროგრამის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატს უნდა შეეძლოს გაკვეთილების ინგლისურ ენაზე ჩატარება).

უნარები

  • თავაზიანი;
  • ენერგიული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური.

სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია (დასაქმების შემთხვევაში):

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/ CV;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტოსურათი ¾-ზე;
  • კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ასლი;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი;
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლობის შესახებ;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • 2 რეკომენდატორი პირის საკონტაქტო;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1

იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია. იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა