8982 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BFP023K0 გამოქვეყნდა 30 სექ 2 ნახვა

ფინჰაბ ჯორჯია

ფინჰაბ ჯორჯია

სტალკერი/მკვლევარი

ფინჰაბ ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
₾700 / თვეში ბოლო ვადა: 29 ოქტ

„ფინჰაბ ჯორჯია“ წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.

კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას! ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სტალკერს (მკვლევარი), რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ბაზებიდან მონაცემების მოძიებას, გადამოწმებასა და სტრუქტურირებულდამუშავებას. ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.ჭავჭავაძისგამზ #49/49ბ; სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი;

ძირითადი მოვალეობები - ღია და სპეციალიზებული წყაროებიდან, ციფრული ბაზებიდან და სოციალური მედიიდან საჭირო მონაცემთა მოძიება და დამუშავება; - მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, გაანალიზება და სტრუქტურირებული ანგარიშების მომზადება; - მონაცემებს შორის ფარული კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა; - ინფორმაციის მოძიების პროცესში საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ანალიტიკური აზროვნება, კომპლექსური მონაცემების გაანალიზებისა და ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი; - საძიებო სისტემების, მონაცემთა ბაზებისა და ონლაინ ინსტრუმენტების სიღრმისეული ფლობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - მოპოვებული მონაცემების ზუსტი აღრიცხვა და მოწესრიგება; - გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება! აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. https://www.finhub.ge/ka

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ფინჰაბ ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა