8142 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BJQGDHSG გამოქვეყნდა 26 აგვ 11 ნახვა

ამბოლი

ამბოლი

სტაჟირება - გარე გაყიდვების აგენტი

ამბოლი გარე განცხადება
ბათუმი სტაჟირება გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 21 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს სტაჟირებას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია რუსული და თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 257; სამუშაო საათები: 10:00-19:00.

ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა; - გარე ლოკაციებზე (ავტოსადგომები-TIR-Parks) გაყიდვების განხორციელება; - კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, ახალი კონტაქტების მოძიება; - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება; - აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორია; - აუცილებელია რუსული და თურქული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; - მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; - შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის