საოპერაციო დირექტორი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
ძირითადი ფუნქციები:
- კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესაბამისი საოპერაციო პოლიტიკის, პროცედურებისა და ხარისხის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მათი დაცვის უზრუნველყოფა
- კომპანიის საოპერაციო საქმიანობის მართვა, დაგეგმილი ამოცანების შესრულების მონიტორინგი და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა
- ბიზნეს-პროცესების სიღრმისეული ანალიზი, სისტემატიზაცია, ეფექტიანობის ზრდა და ავტომატიზაცია
- სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და განყოფილებებს შორის ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა
- პროექტების, შესრულების ვადებისა და მომსახურების სტანდარტების ეფექტური მართვა და მონიტორინგი
- საოპერაციო რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი მართვა
- საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების მიზნობრივი გადანაწილება
- საოპერაციო ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლების (KPI) შემუშავება, დანერგვა და მიღწეული შედეგების სისტემატური ანალიზი
- გაყიდვების, მოგებიანობისა და პროდუქტიულობის ზრდაზე მუშაობა
- ორგანიზაციული ცვლილებების მართვა და კომპანიის საოპერაციო მზაობის უზრუნველყოფა ახალი პროცესების დანერგვისა და ბიზნესის ზრდის პროცესში
- საოპერაციო მიზნების შესრულებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ მენეჯმენტთან პერიოდული ანგარიშგება და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საოპერაციო მიმართულებით, სასურველი რითეილის სფეროში
- გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, კლიმატური სისტემების (HVAC) ან მასთან დაკავშირებული სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა
- ციფრული სისტემებისა და ავტომატიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტების ცოდნა
- ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისა და სტანდარტიზაციის თანამედროვე მიდგომების ცოდნა
- ფინანსური ანალიზისა და საოპერაციო მაჩვენებლების მართვის გამოცდილება
- KPI სისტემების შექმნისა და დანერგვის გამოცდილება
- SOP-ების შემუშავების, ხარისხის კონტროლისა და აუდიტის პროცესების სიღრმისეული ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel)
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი
- გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- გუნდის მართვის უნარი
- შედეგებზე ორიენტირებულობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- ორგანიზებულობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო დირექტორი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 13.11.2026
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.