დანადგარის ოპერატორი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქაღალდის პაკეტების დასამზადებელი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
** სხვადასხვა ზომის ქაღალდის პაკეტების დამზადება;
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება არ არის აუცილებელი დანადგარის შესწავლა კანდიდატისთვის მოხდება ადგილზე
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1 500 ლარი, ხოლო შემდგომ კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ეტაპობრივად მზარდი ხელფასი და პრემია ჯამურად 2 500 ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 ცვლა 08:00 - 22:00 (შესვენება 1 სთ და 30 წთ).
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108.
ბენეფიტები:
** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო ორჯერადი კვება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დანადგარის ოპერატორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.