9,156 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

BYBT347T გამოქვეყნდა 24 სექ 13 ნახვა

სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი

სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი

წარმოების პროგრამის ოპერატორის

ბათუმი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

სუპერმარკეტების ქსელი „ბილიონი“, რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.

„ბილიონი“-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია „ბილიონი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:

  • ამ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები: - წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი; - პროდუქციის კალკულაციების მიხედვით პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანა; - პროდუქციის რეცეპტურებისა და ნორმატიული ხარჯების მიხედვით მონაცემების დამუშავება; - ნედლეულის/მასალების ხარჯვის პროგრამული კონტროლი; - დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯვის მონაცემების შედარება; - პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატიზაცია და განახლება; - პროგრამაში გამოვლენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია; - პროგრამაში მონაცემების სიზუსტისა და დროულად ასახვის უზრუნველყოფა; - საჭიროების შემთხვევაში, ხარჯვისა და წარმოების მონაცემებზე ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება; - წარმოების მონაცემებთან დაკავშირებული სხვა პროგრამული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - სასურველია 1C-ის ან სხვა საბუღალტრო/საწარმოო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; - ციფრებთან მუშაობის კარგი უნარი; - მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი; - გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „წარმოების პროგრამის ოპერატორი “.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა