8,628 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C03ENMNG გამოქვეყნდა 16 სექ 2 ნახვა

Domino`s Pizza

Domino`s Pizza

ცვლის მენეჯერი

Domino`s Pizza გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

"დომინო`ს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ცხრა ფილიალს.

კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ ორგანიზებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გინდა განივითარო მენეჯერული უნარები, მართო გუნდი და გაიარო კარიერული განვითარების რეალური გზა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

სამუშაო ადგილები — თბილისი

  • ვაჟა-ფშაველა — მეტროს მიმდებარედ
  • ვაკე — ჭავჭავაძის გამზირი
  • ვარკეთილი — ჰუალინგის დასახლება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე, 8-საათიანი ცვლები:

  • 10:00-18:00
  • 18:00-02:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა ცვლის განმავლობაში;
  • ცვლაში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება და დახარისხება;
  • ფილიალში სამუშაო პროცესის გამართულად და ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • ცვლის განმავლობაში წარმოქმნილ საკითხებზე შესაბამისი რეაგირება;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

რას გთავაზობთ Domino`s?

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს / ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში;
  • კვებას;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • კარიერული და ფინანსური წინსვლის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის/აქვს:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია მომსახურების სფეროში;
  • სასურველია გუნდის მართვის მცირე გამოცდილება;
  • სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდზე და შედეგზე ორიენტირებული;
  • აქტიური და ენერგიული სამუშაო პროცესისთვის
  • გუნდური მუშაობის უნარი;

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

რატომ Domino`s?

Domino`s-ში მიიღებ რეალურ მენეჯერულ გამოცდილებას, განივითარებ გუნდის მართვისა და ოპერაციული პროცესების ორგანიზების უნარებს და გექნება შესაძლებლობა, ეტაპობრივად გაიარო კარიერული გზა სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოში.

თუ მზად ხართ შემდეგი პროფესიული ნაბიჯისთვის და გინდათ გახდეთ Domino`s-ის გუნდის წევრი — გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ცვლის მენეჯერი". ან გადადით ბმულზე და შეავსეთ: https://forms.gle/59Yuai8E8tVPgbhz8 ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ჯეოპიცამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ ამავე ელ. ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Domino`s Pizza
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა