გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C1Z4YJ7D გამოქვეყნდა 3 ნოე 9 ნახვა

სამედიცინო წარმომადგენელი

ახალი ხედვა გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას იმერეთის რეგიონში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. 
 სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
  • კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
  • პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
  • ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები

  • კომუნიკაბელური;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
  • მოწესრიგებული და პუნქტუალური;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო წარმომადგენელი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით. ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში. თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა