9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C48RXKWX გამოქვეყნდა 13 ოქტ 56 ნახვა

AFG Retail Georgia (Cenomi)

AFG Retail Georgia (Cenomi)

დაცვის თანამშრომელი-სითი მოლი

AFG Retail Georgia (Cenomi) გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1500 / თვეში +17% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,285 ₾ · 60 განცხადება ბოლო ვადა: 11 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

AFG Retail Georgia აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაცვის თანამშრომელი-სითი მოლი

AFG Retail Georgia AFG International Company-ის ნაწილია, რომელიც ადრე Cenomi Retail-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე. კომპანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია და მოდის, სილამაზის, ცხოვრების სტილისა და სხვა მიმართულებებით მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს.

კომპანიის პორტფელში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol და KIKO Milano. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

AFG Retail-ის გლობალური ქსელი 8 ბაზარზე 700-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს და 38 საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. 7 500-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, კომპანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალარხიან სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ციფრული არხების მეშვეობით

მაღაზიაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაკარგების პრევენცია და უსაფრთხოების სისტემებზე დროული და ეფექტური რეაგირება. პოზიცია გულისხმობს მაღაზიის შესასვლელთან მუდმივ კონტროლს და აქტიურ ჩართულობას ქურდობის პრევენციის პროცესებში.

  • მაღაზიის შესასვლელთან პოზიციონირება და მომხმარებელთა ნაკადის უწყვეტი კონტროლი;
  • უსაფრთხოების ანტენების (EAS) ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება;
  • სიგნალის დაფიქსირებისას პროდუქციისა და მომხმარებლის კორექტული და პროფესიული გადამოწმება კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სრული დაცვით;
  • სავარაუდო ქურდობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული მოქმედებების განხორციელება;
  • დანაკარგების პრევენციის მონიტორინგის ოფიცრებთან და ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;
  • საეჭვო ქცევის მქონე პირების დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • ინციდენტების, დარღვევებისა და საეჭვო შემთხვევების დოკუმენტირება და ანგარიშგება დადგენილი ფორმატით;
  • მაღაზიაში წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • მომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა
  • ვიდეოკონტროლისა და უსაფრთხოების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში);
  • ხელმძღვანელობისა და დანაკარგების პრევენციის გუნდის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მნიშვნელოვანია, გქონდეს/იყო: - სასურველია დაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დაკვირვების უნარი; - კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; - ფიზიკური გამძლეობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.

  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • ანაზღაურება-1500 ლარი;
  • კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს.
  • სამუშაო საათები: 13:00-დან 22:00-მდე (5 სამუშაო დღე, დასვენება კვირის განმავლობაში 2 დღეს, პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა)

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/s8uGIDc

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა