პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

C5574C1Q გამოქვეყნდა 6 ნოე 25 ნახვა

დავების განხილვის სამსახურის კოლეგიის წევრი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე
შესვლა და განაცხადი

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დავების განხილვის სამსახურის კოლეგიის წევრი.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის. დავების განხილვის სამსახური წარმოადგენს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საფინანსო, ეკონომიკური ან/და იურიდიული მიმართულებით;
  • არანაკლებ 3 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება.
  • არ შეიძლება საპენსიო ფონდის დავების განხილვის კოლეგიის წევრის თანამდებობაზე დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ნარკოტიკული ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.
  • დავების განხილვის სამსახურის კოლეგიის წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • კანდიდატს მოეთხოვება საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას. უპირატესობად მიიჩნევა ინგლისური ენის ცოდნაც.

საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის კოლეგიის წევრის ფუნქცია-მოვალეობებია:

  • უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვს და შეისწავლის ინფორმაციას, დოკუმენტებსა და სხვა მასალებს;
  • ახორციელებს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვისათვის საჭირო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს;
  • საჩივართან ან პრეტენზიასთან დაკავშირებით კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს;
  • დებს შეთანხმებას განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ ან კოლეგიურად უარს ეუბნება განმცხადებელს მის დაკმაყოფილებაზე;
  • ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონიდან, ამ დებულებიდან და ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებიდან.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მოლაპარაკების უნარები;
  • გუნდურობა;
  • სტრატეგიული აზროვნება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.
  • კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

საქართველოს საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს საპენსიო ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ანდა იხილოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვებგვერდზე www.pensions.ge ან/და მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ამავე პოლიტიკაში მითითებულ მისამართზე. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა