მოლარე-კონსულტანტი
წიგნის მაღაზიათა ქსელი ,,ლიბრა“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში
სასურველია - წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსთამთავრებული ან სტუდენტი - სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - საოფისე პროგრამების ცოდნა - სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. - სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადი მოთხოვნები: - შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება - პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა - ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით - პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსაუხრების გაცნობა და შეთავაზება - არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ - მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა - გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები: - კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება: - სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი - მომხმარებელთან ურთიერთობა - გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას - კომფორტულ სამუშაო გარემოს - მეგობრულ ატმოსფეროს.
სამუშაო გრაფიკი: - 6 სამუშაო დღე კვირა - კვირა დასვენება
შრომის ანაზღაურება: - 900 დან 1200 ლარამდე , ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველთვე.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე librawignebi@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა