8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C6J45ZE1 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ახალი ნათება გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾1300–1800 / თვეში ბოლო ვადა:

"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.

კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.newlight.ge

კომპანია " ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება: 1300-1800 ლარი (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით) (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით).

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

სამუშო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ:

** კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს

** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;

** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;

** იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი

** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით

** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული

** სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე

** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: არაუგვიანეს 2026 წლის 21 აგვისტოსა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, "გაყიდვების კონსულტანტი თბილისი".

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ახალი ნათება
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის