გაყიდვების კონსულტანტი
−23% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,298 ₾ · 146 განცხადება
გამოქვეყნდა 12 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში.კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾. (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე). კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾).
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ
- ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
- თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!