ბარმენი, ბუღალტერი
ღვინის ბარი "რაკრაკი" აცხადებს ვაკანსიებს ბარმენისა და ბუღალტრის პოზიციებზე.
1. ბარმენი
სამუშაო ადგილი: Vladimer Maikovski St, Tbilisi 0112
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 16:00-დან 00:00-მდე. პარასკევს და შაბათს - 16:00-დან 02:00-მდე
ანაზღაურება: დღეში 80 ლარი ხელზე ასაღები
ძირითადი მოვალეობები:
** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
2. ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: დისტანციური მუშაობა (ბარში პერიოდული გამოცხადება შესაძლოა საჭირო გახდეს ინვენტარიზაციის ან საჭიროებისამებრ)
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** ბარის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
** საქონლის (ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, საკვები პროდუქტების) მიღება-ჩამოწერის დოკუმენტაციის წარმოება
** ინვენტარიზაციის ჩატარება და ფაქტობრივი ნაშთების შედარება საბუღალტრო მონაცემებთან
** ყოველდღიური გაყიდვების ანგარიშგება და ბარმენების ჩაბარებული თანხების შედარება ჩეკებთან
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა და ვადების კონტროლი
** ხარჯების კატეგორიების მიხედვით აღრიცხვა და ბიუჯეტთან შედარება
** სალაროს დღიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
** საგადასახადო ანგარიშგებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ბუღალტერთან/აუდიტორთან კოორდინაცია
** სალაროს აპარატის (POS) მონაცემების ყოველთვიური შედარება საბუღალტრო აღრიცხვასთან
ძირითადი მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია HoReCa სფეროში)
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (მაგ. RS.ge, 1C ან სხვა)
** Excel-ის კარგი ცოდნა
** სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მეილზე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.