გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სანაპირო; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; - სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; - მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; - შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.