გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

C78GE49X გამოქვეყნდა 13 ნოე 4 ნახვა

უმცროსი იურისტი

იურიდიული კომპანია გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი სამართალი
₾800–1000 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

იურიდიული კომპანია ეძებს უმცროს იურისტს, რომელიც ჩვენი პარტნიორი კომპანიის — სუროგაციის სააგენტოს ოფისში იმუშავებს.

თუ გსურთ, პირველივე დღიდან ისწავლოთ ხელშეკრულებების მომზადება რეალურ საქმეებზე მუშაობის გზით და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება სამართლის სპეციფიკურ სფეროში, სადაც ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე იურისტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ინფორმაცია განაცხადის გამოგზავნამდე

სამუშაო მოიცავს სუროგაციისა და დამხმარე რეპროდუქციული მედიცინის სფეროს, მათ შორის სუროგაციის ხელშეკრულებების მომზადებას და სუროგატ დედებთან და მომავალ მშობლებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე მუშაობას.

რას გთავაზობთ

  • ანაზღაურება: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით;
  • სტაბილური სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე. შაბათი და კვირა დასვენების დღეებია;
  • პრაქტიკული გამოცდილება: ხელშეკრულებების დამოუკიდებლად მომზადება, ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრში სხვადასხვა პროცედურის წარმოება;
  • იურისტების მხარდაჭერა: რთულ სამართლებრივ საკითხებზე მიიღებთ იურიდიული კომპანიის იურისტების დახმარებას;
  • პროფესიული განვითარება: გამოცდილების მიღება სუროგაციისა და რეპროდუქციული სამართლის მიმართულებით;
  • სამუშაო ადგილი: რუსთაველის ქუჩა.

ძირითადი მოვალეობები

  • სუროგაციის ხელშეკრულებების მომზადება და განახლება;
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
  • ქირავნობისა და სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების მომზადება;
  • ნოტარიუსთან ვიზიტები: დოკუმენტების დამოწმება და გარიგებების გაფორმება;
  • საჯარო რეესტრში ვიზიტები და განცხადებების წარდგენა;
  • კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივის წარმოება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი ან მაგისტრი);
  • სამოქალაქო სამართლის, განსაკუთრებით სახელშეკრულებო სამართლის კარგი ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართული წერისა და სამართლებრივი დოკუმენტების სწორად შედგენის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ხელშეკრულებების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება და ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები

  • პუნქტუალურობა: სამუშაო გრაფიკისა და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა: პოზიცია გულისხმობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა სენსიტიურ პერსონალურ მონაცემებთან მუშაობას;
  • კომუნიკაბელურობა: კლიენტებთან და კოლეგებთან მშვიდი, თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი: ყოველდღიური სამუშაოს ორგანიზებისა და დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ: სიზუსტე სამუშაოს შესრულებისას და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობების მიმართ.

რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "უმცროსი იურისტი".

შემდეგ ეტაპზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

თქვენი რეზიუმე განიხილება მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. კომპანია იტოვებს უფლებას, თქვენი კანდიდატურა იმავე ან მსგავს პოზიციაზე დამატებით განიხილოს რეზიუმეს მიღებიდან 8 (რვა) თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ამ ვადით შევინახოთ და თქვენი კანდიდატურა შემდგომში განვიხილოთ, გთხოვთ, ეს წერილში მიუთითოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა