8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

C84JVNYT გამოქვეყნდა 29 სექ 7 ნახვა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

მოწვეული ლექტორის ვაკანსია - სტომატოლოგიის მიმართულება

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ოქტ

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • თერაპიული სტომატოლოგია;
  • ქირურგიული სტომატოლოგია;
  • ორთოპედიული სტომატოლოგია.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაბამისი მიმართულების სასწავლო კურსების ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების განხორციელება;
  • სტუდენტების კლინიკურ და სიმულაციურ სწავლებაში ჩართულობა და ზედამხედველობა;
  • სტუდენტების კლინიკური და პრაქტიკული უნარების განვითარება;
  • სტუდენტების ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების შეფასებაში მონაწილეობა;
  • სასწავლო მასალებისა და შესაბამისი აკადემიური რესურსების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
  • უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და აკადემიური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სტომატოლოგიაში;
  • შესაბამისი მიმართულებით დასრულებული რეზიდენტურა;
  • შესაბამისი მიმართულებით რეზიდენტურის დასრულების შემდეგ არანაკლებ 2 წლის დადასტურებული კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება;
  • შესაბამის სპეციალობაში პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე აკადემიურ, კლინიკურ და სიმულაციურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობისა და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას;
  • სტომატოლოგიის სკოლის აკადემიურ და კლინიკურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • მოქნილ აკადემიურ დატვირთვას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ელფოსტაზე.

  • განახლებული CV;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • რეზიდენტურის/სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
  • საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური და აკადემიური გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.

განაცხადის წარმოდგენისას გთხოვთ, მკაფიოდ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება: თერაპიული, ქირურგიული ან ორთოპედიული სტომატოლოგია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ოქტომბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა