ტექნიკური თანამშრომელი / სარეკლამო კონსტრუქციების სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — ტექნიკური თანამშრომელი / სარეკლამო კონსტრუქციების სპეციალისტი
ვეძებთ ტექნიკურად გამოცდილ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს სხვადასხვა ტიპის ტექნიკური, სარეკლამო და საკონცერტო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
ძირითადი მოთხოვნები: - შედუღების (სვარკის) ცოდნა; - სარეკლამო მასალებთან და კონსტრუქციებთან მუშაობის გამოცდილება; - საკონცერტო და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე ტექნიკურ სამუშაოებში ჩართულობის მზაობა და გამოცდილება; - ღონისძიებებისთვის საჭირო კონსტრუქციების აწყობა, მონტაჟი და დემონტაჟი; - სხვადასხვა ხელსაწყოსა და ელექტროინსტრუმენტის გამოყენების ცოდნა; - ტექნიკური აზროვნება და სხვადასხვა ტიპის სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების უნარი; - პასუხისმგებლობა და საქმისადმი პრაქტიკული მიდგომა; - სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
სამუშაო გრაფიკი: - ფიქსირებული სამუშაო გრაფიკი არ არის — სამუშაო დრო და დატვირთვა დამოკიდებულია მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე.
ანაზღაურება: - შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და მოკლედ მოგვიყევით თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: lslvacancy@gmail.com