9222 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CB7THGDH გამოქვეყნდა 26 ოქტ 36 ნახვა

ზოომარტი

ზოომარტი

1C პროგრამისტი

ზოომარტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

კომპანია Zoomart აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: 1C პროგრამისტი / 1C Developer (Middle+/Senior)

სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი; პარასკევს შემოკლებული დღე, 15:00 საათამდე ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

კომპანიის შესახებ Zoomart არის ცხოველთა საცალო ვაჭრობის ქსელი საქართველოში. ჩვენი ოპერაციები ეყრდნობა 1C-ზე აგებულ საცალო და სასაწყობე აღრიცხვის სისტემას და ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ტექნიკურ განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

პოზიციის შესახებ ვეძებთ გამოცდილ 1C პროგრამისტს (Middle+/Senior), რომელიც ითანამშრომლებს კომპანიის მენეჯმენტთან, შექმნის ახალ ფუნქციონალს, განავითარებს მოქმედ კონფიგურაციას და უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურ მუშაობას. პოზიცია გულისხმობს კონფიგურაციის ტექნიკურ მფლობელობას.

ძირითადი მოვალეობები - მოქმედ 1C კონფიგურაციაში ახალი მოდულების, დოკუმენტების, რეგისტრების, ცნობარების, ფორმების, ანგარიშებისა და დამუშავებების შექმნა და დანერგვა; - არსებული პროგრამული კოდისა და ბიზნეს-ლოგიკის შესწავლა, მოდიფიცირება და განვითარება ტექნიკური დავალებების საფუძველზე; - ანგარიშებისა და ბეჭდვითი ფორმების მომზადება (მათ შორის მონაცემთა კომპოზიციის სისტემის გამოყენებით); - მონაცემთა გაცვლისა და ინტეგრაციების განხორციელება გარე სისტემებთან (საცალო ვაჭრობის სისტემები, ვებგვერდი, საბანკო და საგადასახადო სერვისები და სხვ.); - მოქმედი სისტემის მხარდაჭერა: წარმოების გარემოში წარმოშობილი შეცდომების დიაგნოსტიკა და გამოსწორება; - კოდის ოპტიმიზაცია, მოთხოვნებისა და სისტემის წარმადობის გაუმჯობესება მრავალმომხმარებლიან გარემოში; - ცვლილებების ტესტირება, სამუშაო გარემოში დანერგვა და ვერსიების კონტროლი (Git ან კონფიგურაციის საცავი); - განხორციელებული ცვლილებებისა და ლოგიკის ტექნიკური დოკუმენტირება; - სამუშაოების შეთანხმებულ ვადებში შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები - 1C 8.2 / 8.3 პლატფორმაზე პროგრამირების მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (Senior დონისთვის — 5+ წელი); - 1C-ის ჩაშენებული ენის, მეტამონაცემების ობიექტებისა და 1C Query Language-ის საფუძვლიანი ცოდნა; - მართული ფორმებისა და კლიენტ-სერვერული პროგრამირების გამოცდილება; - არსებული და არასტანდარტული (მოდიფიცირებული) კონფიგურაციების შესწავლის, მოდიფიცირებისა და განვითარების გამოცდილება; - მონაცემთა კომპოზიციის სისტემის (СКД), როლებისა და წვდომის უფლებების, ტრანზაქციებისა და ბლოკირებების ცოდნა; - კოდის ტესტირებისა და შეცდომების დიაგნოსტიკის უნარი; - ახალი მოდულების დამოუკიდებლად შექმნის გამოცდილება; - საცალო ვაჭრობის ან სასაწყობე აღრიცხვის 1C კონფიგურაციებთან მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება - REST API, HTTP Services, JSON და XML ტექნოლოგიების ცოდნა; - 1C Extensions-ის გამოყენების გამოცდილება; - MS SQL Server-ის ცოდნა; - მაღალდატვირთულ მრავალმომხმარებლიან სისტემებზე მუშაობისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; - 1C-ის პროფესიული სერტიფიკატი; - ინგლისურის ან რუსულის ცოდნა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ.

რას გთავაზობთ - ორშაბათი–პარასკევი, პარასკევს შემოკლებული სამუშაო დღე (15:00 საათამდე); - რეალური, მასშტაბური 1C პროექტები და კონფიგურაციის ტექნიკური მფლობელობა; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

პასუხისმგებლობის ფარგლები პროგრამისტი მუშაობს მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული ფუნქციური მოთხოვნებისა და შეთანხმებული ტექნიკური დავალებების საფუძველზე. ბიზნეს-პროცესების განსაზღვრა, განვითარების პრიორიტეტები და ფუნქციური მოთხოვნები მენეჯმენტის პასუხისმგებლობაა. პროგრამისტი მონაწილეობს ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შეფასებებში და პასუხისმგებელია კოდის ხარისხზე, ტესტირებასა და დანერგვაზე.

როგორ განაცხადოთ წერილის სათაურში მიუთითეთ: 1C Developer – სახელი, გვარი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა