სავაჭრო აგენტი
საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
- შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მოვალეობები
- მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
- ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
- სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები
- საკუთარი ავტომობილი B კატეგორია.
- მართვის მოწმობა B კატეგორია.
- საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა (იპოთეკა)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობიანი.
- შრომისმოყვარე
- გუნდურად მომუშავე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართებზე გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) სავაჭრო აგენტი.
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.