9292 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CEJE2D8Z გამოქვეყნდა 29 ოქტ 46 ნახვა

ბიბლიოთეკარი

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე

გია მურღულიას უნივერსალური სკოლა აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სკოლის ბიბლიოთეკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
  • წიგნადი ფონდის მოწესრიგება, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და განახლება;
  • მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიებასა და შერჩევაში დახმარება;
  • წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
  • ბიბლიოთეკაში მოწესრიგებული, უსაფრთხო და სასწავლო პროცესზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეებში კითხვის კულტურის, წიგნიერებისა და წიგნებისადმი ინტერესის განვითარების ხელშეწყობა;
  • მოსწავლეებისთვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და რეკომენდაციების შეთავაზება;
  • კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის, თემატური შეხვედრისა და საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მასწავლებლებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად და შესაბამისი რესურსების მოსამზადებლად;
  • ინგლისურენოვანი წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების მოწესრიგება და მათი გამოყენების ხელშეწყობა;
  • ბიბლიოთეკის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • წიგნებისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაციის ინტერესი;
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა