ოპერატორი
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია, ეძებს დამწყებ, ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კადრს ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებისთვის ოპერატიული კონსულტაციის გაწევა ონლაინ არხებით;
- შემოსული კითხვების და ხარვეზების დროული დამუშავება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან;
- ონლაინ მიმოწერისას კომპანიის მაღალი სტანდარტის, თავაზიანი და პოზიტიური ტონის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გამართული, სწრაფი და დახვეწილი წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
- სწრაფ რეჟიმში, ერთდროულად რამდენიმე ჩატის ეფექტურად მართვის უნარი;
- ონლაინ მხარდაჭერის, ჩატ-მხარდაჭერის ან ქოლ-ცენტრში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel - ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- გამოცდილება არ არის აუცილებელი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00) სრულად ოფისიდან;
- ანაზღაურება: 1000 ლარი. ანაზღაურება არის მზარდი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.