8395 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CH4ZE8AE გამოქვეყნდა 8 სექ 5 ნახვა

Ilaria

Ilaria

ფილიალის მენეჯერი

Ilaria გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა:

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს ფილიალის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

სამუშაო ფორმატი: სრული, on-site

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 საათი;

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ანაზღაურება: 2000 - 2500 ლარი + ბონუსი

სფერო: სარემონტო მასალების საცალო და კორპორატიული ვაჭრობა

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტის ეფექტიან ფუნქციონირებას, გაყიდვების მიზნების შესრულებასა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მაღაზიის ოპერაციული მართვა

** მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;

** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;

** სავაჭრო სივრცის ეფექტიანი მართვა და პროდუქციის სწორი განლაგების კონტროლი;

** მარაგების, შეკვეთებისა და საწყობთან კოორდინაციის მართვა.

გაყიდვები და მომსახურება

** მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;

** გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა;

** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.

გუნდის მართვა

** მაღაზიის თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება;

** თანამშრომელთა შეფასება, მოტივაცია და განვითარება;

** შრომითი დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;

** გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების ცოდნა;

** მარაგებისა და სასაწყობე ოპერაციების მართვის გამოცდილება;

** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Ilaria
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა