9293 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CNNW31QQ გამოქვეყნდა 29 ოქტ 41 ნახვა

გაყიდვების მრჩეველი, მტვირთავი, მძღოლი-მტვირთავი

Vestel გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1000–1500 / თვეში ჩვეულებრივის ფარგლებში · ჩვეულებრივ 1,262 ₾ · 182 განცხადება ბოლო ვადა: 30 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "მატექს ჯორჯია" - "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების მრჩევლის, ასევე მტვირთავის და მძღოლი-მტვირთავის პოზიციებზე.

1. გაყიდვების მრჩეველი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი - წერეთლის "გორგია" და გლდანი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
  • გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი;
  • მაღაზიის სამუშაო საათები: 10:00-20:00.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • პროდუქციის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესწავლა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება და სათანადოდ შეფუთვა;
  • მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
  • მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • პროდუქციის სწორად განთავსებასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • მაღაზიის მენეჯერის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოტივაცია და განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ გუნდს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ მოგვმართოთ:

  • CV გამოგზავნეთ;
  • საკონტაქტო ნომერი;
  • გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ფოტოსურათით;
  • ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. Subject-ის გარეშე გამოგზავნილი კანდიდატურები არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.

2. მტვირთავი

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №21;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი 1 000-1 500 ლარი. საბოლოო ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით.

სამუშაო გრაფიკი:

  • გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი;
  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
  • შაბათი: 10:00-16:00;
  • კვირა: დასვენების დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან მესამე თვეს;
  • მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ შეღავათებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

შემოგვიერთდით "Mateks Georgia"-ს გუნდში!

როგორ მოგვმართოთ:

  • CV გამოგზავნეთ;
  • საკონტაქტო ნომერი;
  • ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. Subject-ის გარეშე გამოგზავნილი კანდიდატურები არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა