სოციალური მუშაკი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახებით (On-call). ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სოციალური დაცვის სისტემისა და შესაბამისი სახელმწიფო სერვისების ცოდნა;
- სახელმწიფო უწყებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები
- კლინიკაში მოთავსებული იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახის წევრები, კანონიერი წარმომადგენლები ან სხვა მხარდამჭერი პირები;
- მზრუნველობამოკლებულ, არასრულწლოვანი პაციენტებისა და ხანდაზმული პირების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სოციალურ სამსახურებთან და სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- სოციალური შემთხვევების დოკუმენტირება, ანგარიშგება და შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
პიროვნული თვისებები
- კომუნიკაბელურობა და ემპათიურობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების გადაჭრისა და მოლაპარაკების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 02.12.2026-მდე ელ.მისამართზე გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.