7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CNVH05PH გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

ფინანსური ანალიტიკოსი

ფორსაით ინვესტმენტ გრუპ via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ფორსაით ინვესტმენტ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი; ** ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა; ** ფაქტობრივი და საბიუჯეტო მაჩვენებლების შედარება და გადახრების ანალიზი; ** ფულადი ნაკადების მონიტორინგი; ** ბენეფიციარი კომპანიების ანალიზი და ფინანსური მოდელირება; ** ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კვლევა; ** ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება; ** აუდიტორებთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით; ** მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; ** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:

** "დიდი ოთხეულის" ან სხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** ACCA-ს პროგრამით სწავლის მიმდინარე პროცესი ან ჩაბარებული გამოცდები; ** საფინანსო სექტორში (ბანკი, საბროკერო კომპანია, საინვესტიციო ფონდი) მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელ.ფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა