გაყიდვების მენეჯერი
"Mycorner.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
Mycorner.geუძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც წლებია ექსკლუზიური მოდელით მუშაობს. ერთ სივრცეში ვთავაზობთ კლიენტებს ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას და საერთაშორისო სტანდარტით შეფასებას.
რას გთავაზობთ
- მაღალ საბონუსე სისტემას;
- ექსკლუზიურ ობიექტებს, რაც ნიშნავს ნაკლებ კონკურენციას და მეტ დახურულ გარიგებას;
- სრულ იურიდიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას - თქვენ მხოლოდ გაყიდვაზე იქნებით ფოკუსირებული;
- მარკეტინგულ მხარდაჭერას;
- პროფესიულ განვითარებას და ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და კომფორტულ გარემოს.
სამუშაო პირობები:
მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. N44; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:30-18:00 (1 საათი შესვენება); გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
თქვენი ამოცანები
- კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- საკუთარი კლიენტების ბაზისა და ობიექტების პორტფელის შექმნა;
- მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგების დახურვა.
ვის ვეძებთ
- გაქვთ მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
- გაქვთ უმაღლესი განათლება ან ხართ ბოლო კურსის სტუდენტი;
- საკომუნიკაციო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას;
- ხართ შედეგზე ორიენტირებული, ორგანიზებული და კომუნიკაბელური.
გსურთ მაღალი შემოსავალი და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა?
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"