ბარისტა
იტალიური კაფე-რესტორან "Bar Centrale"-ში ვეძებთ ბარისტას.
თუ გიყვარს კარგი ყავა, იტალიური კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით ** ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ** შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები გრაფიკი:
კვირაში 5 დღე I ცვლა - 09:00-17:00 II ცვლა - 16:00-00:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება, შეკვეთის სწორად დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის/სასმლის მიწოდება; ** მენიუში წარმოდგენილი სასმელების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით; ** ყავის აპარატისა და საფქვავის შემოწმება და გამართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** დახლზე განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება, დროული შევსება და რეალიზაცია; ** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი; ** სალარო ოპერაციების სრულყოფილად შესრულება; ** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და სასიამოვნო გამოცდილების შეთავაზება;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად; ** მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; ** ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება; ** გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@barcentraletbilisi.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!