დისტრიბუტორი
შპს "მეფუტკრე" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.
რას გთავაზობთ?
- წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;
- დღიურად საშუალოდ 10-20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;
- სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00-14:00 საათისთვის;
- სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
- ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;
- პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;
- ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
- მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;
- თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- კარგი მათემატიკური უნარები;
- ენერგიულობა და პუნქტუალურობა;
- დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
ანაზღაურება: 1 200 ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე.
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "დისტრიბუტორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.