8,581 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CSRV79J8 გამოქვეყნდა 17 სექ 2 ნახვა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კახური ტრადიციული მეღვინეობა

დირექტორის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დირექტორის სამუშაო დღის, შეხვედრების, დავალებებისა და მიმდინარე საკითხების მართვა და კონტროლი;
  • კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
  • ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
  • მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
  • კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა;
  • ვიზიტორების მიღება და შეხვედრების ორგანიზება;
  • კომპანიის დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, სისტემატიზაცია და არქივიზაცია;
  • საოფისე მარაგების ნაშთების კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  • მოწესრიგებული;
  • აქტიური;
  • ორგანიზებული;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დირექტორის ასისტენტი".

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კახური ტრადიციული მეღვინეობა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა